ირანის არაკის ბირთვულ ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანის მარკაზის პროვინციის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ თავდასხმა აშშ-სა და ისრაელის ძალებმა განახორციელეს და დასძინა, რომ უსაფრთხოების ზომების წინასწარ მიღების გამო არავინ დაშავებულა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ცნობით, გასული წლის მდგომარეობით, ირანის არაკის მძიმე წყლის რეაქტორი ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესში იყო.
მისი მშენებლობის გეგმამ ადრე შეშფოთება გამოიწვია ისრაელსა და დასავლეთში, რადგან მძიმე წყლის გამოყენება შესაძლებელია პლუტონიუმის წარმოებისთვის, რომელიც ბირთვული იარაღის წარმოებაში გამოიყენება.
გასული წლის ივნისში ისრაელმა ირანთან 12-დღიანი ომის დროს არაკის კომპლექსში ჯერ კიდევ მშენებარე რეაქტორი დაბომბა. იმ დროს, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა, რომ რეაქტორი არ ფუნქციონირებდა და არანაირ ბირთვულ მასალას არ შეიცავდა.

