საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის კახეთის ბიუროს ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი „საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ კიდევ ერთხელ გაუშვეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ თავად წერს.
„უკვე მეორედ გამომაგდეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან – ორივეჯერ ზემოდან დავალებით. მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული და პირნათლად შეასრულეს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დავალება, რომლებიც ტელევიზიის მაღალ პოზიციებზე მხოლოდ იმიტომ არიან, რომ “საკუთარი კალამით” წავიდნენ არჩევნებზე. იმედია შეტყობინებასთან ერთად, უახლოეს პერიოდში მივეღებ დასაბუთებულ წერილს, რა გახდა ხელშეკრულების არ გაგრძელების საფუძველი?”- წერს ქევხიშვილი.
ცნობისთვის, რომან ქევხიშვილი „საზოგადოებრივ მაუწყებელში” 2012 წლის 1 სექტემბრიდან მუშაობს. ის პირველად სამსახურიდან 2013 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს, 2014 წლის 19 მაისს კი ქევხიშვილი ტელევიზიაში სამუშაოდ კვლავ დაბრუნდა. რამდენიმე ხნის წინ რომან ქევხიშვილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საყვედური ოფიციალურად გამოუცხადა მიმდინარე წლის მარტში ფეისბუკზე ლალი მოროშკინას მიმართ დაწერილი უცენზურო სიტყვების გამო.

