aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

არჩევნებისას მომხდარი ძალადობის ფაქტზე მაქსიმალური სასჯელი შესაძლოა 4 წლით განისაზღვროს

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებების კანონპროექტში იმ სიახლეებს განმარტავს, რომელიც პარლამენტის თანხმობის შემდეგ ძალაში შევა.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჩვენ შევიმუშავეთ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები და მთავარი სიახლე არის კოდექსში შესატანი მუხლის პროექტი, რომელიც სრულიად ახალი მუხლია და სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის შემდეგ ქმედებებს – საარჩევნო უბანზე, ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგიტაციის ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, კამპანიის ადგილას, ან კამპანიის ღონისძიების ადგილას ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცემას, ან სხვა სახის ძალადობას, ან ამგვარის მუქარას, თუკი ასეთ ქმედებას არ მოჰყვა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებაც კი, მაშინ, ამგვარ ქმედებაზე ჩვენ ვთავაზობთ პარლამენტს, რომ იყოს თავისუფლების აღკვეთა ორი წლის ვადით, თუ ამგვარს მოჰყვა ჯანმრთელობის დაზიანება თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, ხოლო თუ საქმე გვაქვს ჯგუფურ დანაშაულთან თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით.

ასევე, მკაცრდება ცემის მუხლი (125-ე მუხლი), რომელიც ჩვენ მივიჩნიეთ რომ არის საკმაოდ სუსტი და არ აძლევს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არც პროკურატურას და საბოლოო ჯამში, არც მოსამართლეს, რომ ამგვარი ქმედებისადმი უფრო მკაცრი მიდგომა გამოიჩინოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრი პარლამენტს კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღებას სთხოვს.

„ამიტომაც, ჩვენ, მთავრობა, როგორც ამ ცვლილებების ინიციატორი, ვითხოვთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილოს ეს ცვლილებები, რადგან, ჩვენ მომავალ არჩევნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ და გვაქვს ყველანაირი მობილიზება იმისთვის, რომ ის სამაგალითოდ, მშვიდ პიროებებში ჩატარდეს“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

იტვირთბა....