ახალი ამბები მთავარი სამართალი

სამტრედიის რაიონის სოფელ ოფეთში მამაკაცი ხევში ჩავარდა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ოფეთში შუახნის მამაკაცი ხევში ჩავარდა. როგორც „მეტრონომს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112″-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ შუახნის მამაკაცს, რომელიც ხევში ჩავარდა, გადაუდებელი დახმარება ესაჭიროებოდა.

„ადგილზე ადგილობრივი მაშველები მუშაობდნენ, რომლებმაც მამაკაცი ხევიდან ამოიყვანეს.  სასწრაფო დამედიცინო დახმარების ბრიგადაც მობილიზებული იყო, რომლებმაც მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა“- განგვიცხადეს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

ამ დროისთვის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იტვირთბა....