aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„სუხიშვილებთან ცეკვა რომ მომინდეს და მათ უფლება არ მომცენ, მე მაინც ვიცეკვებ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, ჩვენ არავის სათამაშო არ ვართ, ჩვენ გვყავს ხალხი, ვართ სახელმწიფოები და ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ ცუდი მეზობელი და მისი მზაკვრული გეგმები“- ამის შესახებ ახლახანს გათავისუფლებულმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ კიევში, მის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მფრინავმა თავის გეგმებზე, ასევე ოკუპირებული ყირიმის დაბრუნების გზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აქტიურად აპირებს პოლიტიკაში ჩართვას. ტელეკომპანია “რუსთავი2-ის“ ჟურნალისტის კითხვაზე – რა უნდა გააკეთოს უკრაინამ და საქართველომ ოკუპირებული და ანექსირებული მიწების გასათავისუფლებლად, მან ასე უპასუხა:

„არ შეიძლება იმის თქმა, რომ არსებობს ცუდი ქვეყნები და ცუდი ხალხი. არავითარ შემთხვევაში არ ვიტყვი, რომ რუსეთში ცუდი ხალხია. მაგრამ, როდესაც გყავს ცუდი მეზობელი, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. რუსეთის ხელისუფლება სამყაროს უყურებს ისე, თითქოს მხოლოდ ორი ქვეყანა არსებობს – რუსეთი და ამერიკა, დანარჩენები კი მხოლოდ მათი ინტერესების სფეროებს წარმოადგენენ. ასეთ პოზიციას აწვდის რუსული მედია თავის ხალხს. რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინას, ჩვენ არავის სათამაშო არ ვართ, ჩვენ გვყავს ხალხი, ვართ სახელმწიფოები და ყველამ ერთად უნდა გავაჩეროთ ცუდი მეზობელი და მისი მზაკვრული გეგმები. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ამას შევძლებთ. სუხიშვილების ბალეტთან ერთად ცეკვა რომ მომინდეს და მათ არ მომცენ უფლება, ვისწავლო, მე მაინც ვიცეკვებ,“ – განაცხადა ნადეჟდა სავჩენკომ.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ ნადეჟდა სავჩენკო 2014 წელს წელს დააკავა და ბრალად რუსი ჟურნალისტების, იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოსინის, მკვლელობა დასდო.

იტვირთბა....