aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა მსჯავრდებულის ახლობლისთვის თანხის გამოძალვის ფაქტზე მოქალაქე ც.მ დააკავა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ წარსულში თაღლითობისთვის ნასამართლევი ც.მ. N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის ბ.მ.-ის ნათესავს საპატიმროდან მის გათავისუფლებაში დახმარებას დაპირდა და ამის სანაცვლოდ, თაღლითურად 700 ლარი გამოსძალა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გამოძიებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის სამმართველო აწარმოებს.

იტვირთბა....