ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტიდან ლექტორის გაძევებას ითხოვს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა თსუ-დან ლექტორ ლელა გაფრინდაშვილის ”გაძევების საკითხს” აყენებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ბახვა კვირიკაშვილმა განაცხადა.

„მივმართავ აკადემიურ საბჭოს, დადგეს ლელა გაფრინდაშვილის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი და როდესაც ამ საკითხს მივხედავთ, შემდეგ დადგეს ამ ადამიანის უნივერსიტეტიდან კიდევ ერთხელ, მაგრამ ამჯერად სამართლიანად გაძევების საკითხი”, – განაცხადა  გაფრინდაშვილმა.

როგორც თვითმმართველობის წევრები ამბობენ, ლექტორმა ლელა გაფრინდაშვილმა ”ოკუპირებულ აუდიტორიაში” ლექცია ჩაატარა.

ცნობისთვის, ”აუდიტორია 115”-ის წევრებს თსუ-ში სამი აუდიტორია აქვთ დაკავებული. ისინი მთავრობისგან სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას ითხოვენ.

იტვირთბა....