aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„თუ ხალხს სურს, ვიყო პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„მე ფრენა მინდა, მაგრამ თუ ხალხს სურს, რომ ვიყო პრეზიდენტი, ამისთვის მზად ვარ“, – ამის შესახებ ახლახანს გათავისუფლებულმა უკრაინელმა მფრინავმა ნადეჟდა სავჩენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, იგი უპირველეს ყოვლისა სხვა უკრაინელი სამხედროების გათავისუფლების საკითხით დაკავდება, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში უკანონოდ დააკავეს. სავჩენკომ განაცხადა, რომ იგი მზად არის ასევე თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის მთავრობებთან თანამშრომლობისთვის, თუ ეს ხელს შეუწყობს ტყვედჩავარდნილი უკრაინელი სამხედროების გათავისუფლებას.

სავჩენკომ კომენტარი გააკეთა უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომზეც და აღნიშნა, რომ ეს არ არის სამოქალაქო ომი, ეს არის რუსეთ-უკრაინის ომი.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ ნადეჟდა სავჩენკო 2014 წელს წელს დააკავა და ბრალად რუსი ჟურნალისტების, იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოსინის, მკვლელობა დასდო.

იტვირთბა....