aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

იან კელი კორცხელის ინციდენტს გამოეხმაურა

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესზე კონკრეტული განცხადება არ გააკეთა. მისი თქმით, ამ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტული კომენტარის გაკეთება უჭირს, რადგან ეს მიმდინარე პროცესია.

„თუმცა, აშშ-ის მთავარი პრიორიტეტი ამ ქვეყანაში არის იმის ნახვა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია და სრულფასოვანი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ქვეყანა ხდება. ხოლო ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალია. ეს განსაკუთრებით მნიშნელოვანია საარჩევნო წლის განმავლობაში“. – განაცხადა კელიმ.

იან კელი კორცხელში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და ოპოზიციის ლიდერების ცემის ფაქტს მიუღებელი უწოდა.

„ეს იყო შემაშფოთებელი ფაქტი. ამ ინციდენტს საელჩო დიდ ყურადღებას აქცევს და დარწმუნებულები ვართ, რომ მთავრობა სერიოზულად ეკიდება ამ ფაქტს, რათა დამნაშავემ აუცილებლად აგოს პასუხი”. – განაცხადა კელიმ.

იტვირთბა....