ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება:
„დღეს, ასეთი დღესასწაულის ხელის შეშლას თუ შეეცდებოდა ნაციონალური მოძრაობა, თუ გადაკეტავდნენ რუსთაველს და დაიწყებდნენ ღრიალს, არ ჩაგატარებინებთ აღლუმს, არ გაზეიმებთ დამოუკიდებლობის დღესასწაულს, სათითაოდ რომ ეცემათ, ხმას არ ამოვიღებდი.
არის უპატიებელი პროტესტი და ესაა, როცა ხელისუფლების კი არა, სახელწმიფოს წინააღმდეგ მიდიხარ.“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 26 მაისს, ოპოზიციის მიერ გამართული საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ დაარბია. დარბევისას ოფიციალური მონაცემებით 2 ადამიანი დაიღუპა.