aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მინისტრს იმედი აქვს, რომ ოთხოზორიას მკვლელობაზე ახალი დეტალები გაირკვევა

aviabiletebi
ავიაბილეთები

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე იმედს გამოთქვამს, რომ დღეს, გალში ინციდენტების პრევენციის შეხვედრაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები გახდება ცნობილი.

„იმედია დეტალები დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა. ეს მექანიზმი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ შესაბამის შემთხვევებზე მოხდა რელევანტური რეაგირება. ველოდებით ამ შეხვედრის დასრულებას და შემდეგ ვიმსჯელებთ მის შედეგებზე“, – განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ხურჩაში საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ მესაზღვრემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.

იტვირთბა....