ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე 2900-მდე მოსწავლე ჩაიჭრა

ერთიან ეროვნულ გამოცდებს წელს 2900-მდე აბიტურიენტი გამოეთიშა, მათ ერთ-ერთ საგანში ბარიერი ვერ გადალახეს. ამის შესახებ ინფორმაციას „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“ ავრცელებს.

გამოსაშვებ გამოცდებზე დაფიქსირებული შედეგების მიხედვით ირკვევა, რომ  საქართველოს მასშტაბით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასული მოსწავლეების თითქმის 98%-მა ზღვარი წარმატებით გადალახა. არ გამოცხადდა დარეგისტრირებულთა დაახლოებით 2%, რაც ყოველწლიური სტანდარტული მაჩვენებელია.

უცხოური ენის გამოცდაზე 43 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა დაახლოებით 85%-მა (ზღვრის გადასალახად მოსწავლეს დაახლოებით 15 ყველაზე მარტივ კითხვაზე უნდა გაეცა სწორი პასუხი).

ისტორიის გამოცდაზე 42 ათასამდე მოსწავლე გამოცხადდა, ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 95%-ზე მეტმა.

მათემატიკის გამოცდაზე კი, 42700-ზე მეტი მოსწავლე გამოცხადდა, მათგან ზღვარი წარმატებით დაძლია მონაწილეთა 86%-ზე მეტმა.

გამოსაშვებ გამოცდაზე 47 000-მდე მოსწავლე იყო დარეგისტრირებული. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი, რეგისტრაცია 41 500- ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

იტვირთბა....