aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

გალში გაეროს, ევროკავშირისა და ქართული დელეგაციის მიერ, 4-წლიანი წყვეტის შემდეგ,  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება.

შეხვედრაზე 19 მაისს ხურჩაში აფხაზი ე.წ. მესაზღვრის მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტის განხილვა მოხდება.

გაეროსა და ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებთან ერთად ქართულმა დელეგაციამ აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ცოტა ხნის წინ გადაკვეთა.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ბერაია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელი შედიან.

ქართულმა დელეგაციამ ენგურის ხიდი უკომენტაროდ დატოვა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, მედიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრებენ.

იტვირთბა....