aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წერილს 30 მაისს გამოაქვეყნებს. ივანიშვილი წერილში ”ქართული ოცნების” გასული 4-წლიანი საქმიანობის შეჯამებას და სამომავლო გეგმებზე საუბარს გეგმავს. ყოფილმა პრემიერმა  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღების შემდეგ განუცხადა:

”ორშაბათს გამოვა ჩემი წერილი. ყველაფერს მიმოვიხილავ და შეგიძლიათ გაეცნოთ ყველა პოზიციას, რაც გაინტერესებთ”, – განაცხადა ივანიშვილმა და საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

იტვირთბა....