ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

სააკაშვილი გამომძიებლებთან კაბინეტში ძალით შეიჭრა: რატომ ჩხრეკენ და რას ეძებენ გამომძიებლები (ვიდეო)

უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო და გენერალური პროკურატურის გამომძიებლები უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩხრეკას ატარებენ, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ფარგლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირთა მიერ უკანონო ფინანსურ ოპერაციებს 2012-13 წლებში.

„აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, მათ შორის, ყოფილი გენერალური კონსულის, თეიმურაზ ნიშნიანიძის სამსახურებრივ და საცხოვრებელ შენობებში. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია შავი დოკუმენტაცია, რომელიც უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ადასტურებს“, – განაცხადეს უკრაინის გენპროკურატურაში.

ფაქტი ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა გააპროტესტა და ჩხრეკის ადგილზე მივიდა გუბერნატორმა მომხდარს „სამარცხვინო პოლიტიკური დაკვეთა“ უწოდა და იური ლუცენკოს გამომძიებლების გაყვანა მოსთხოვა.

შემთხვევის ადგილზე სააკაშვილი მივიდა, კარი ძალით შეაღო და ყველას კაბინეტიდან გასვლა ურჩია. მან ავტომატიან სპეცდანიშნულების წარმომადგენლებს მიმართა და უთხრა, რომ საომარ სიტუაციაში მყოფმა ყვეყანამ და მისმა მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი ფრონტზე უნდა გამოიყენონ.

 

 

იტვირთბა....