საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს სკანდალური პოსტით ულოცავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და  ოდესის ყოფილი გუბერნატორი 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში გამართული აღლუმის ფოტოს აქვეყნებს პირად გვერდზე და ორაზროვანი პოსტით მიმართავს ფეისბუქ-აუდიტორიას:

 

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! წელს ბოლოჯერ ვხვდებით მთავარ ეროვნულ დღესასწაულს აღლუმის გარეშე”, – წერს ექს-პრეზიდენტი.

 

გაურკვეველია რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი სიტყვაში “ბოლოჯერ”, თუმცა მის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში სააკაშვილი 2017 წელს დაბრუნებას აანონსებს.

“არავინ არ მიიღოს დამუქრებად, ეს არის ბუნებრივი მოვლენა, რომ, რა თქმა უნდა, ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და აქტიურად ვაპირებ პროცესებში ჩართვას იმ პირობებში, როცა ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ უკრაინაში და ეს არის ერთი ბრძოლის ორი ფლანგი. ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას ჩვენთან – საქართველოში და ჩემთან – უკრაინაში”, – განაცხადა სააკაშვილმა “არჩევანში” საუბრისას.

 

იტვირთბა....