ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კახი კალაძემ ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას ოჯახს 20 ათასი ლარი გადასცა

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს, ვიცე-პრემიერი კახი კალაძე 20 ათასი ლარით დაეხმარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას 2030.news ავრცელებს, რომელსაც ენერგეტიკის სამინისტროშიც ადასტურებენ.

კახი კალაძემ ოჯახს თანხა დღეს გადასცა, როდესაც ზუგდიდში სამძიმარზე იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

იტვირთბა....