ახალი ამბები მედია მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა თავისუფალია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვა ბაქოს უზენაესმა სასამართლლომ დღეს გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ დღეს განიხილა მისი სარჩელი და მიიღო გადაწყვეტილება ისმაილოვასთვის მისჯილი 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთის 3,5 წლით პირობითი პატიმრობით შეცვლის შესახებ.

ხადიჯა ისმაილოვას აზერბაიჯანში შარშან  7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, რასაც უფლებადამცველები აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების ბიზნესინტერესებზე გამოქვეყნებული მასალებისათვის პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ.

 

იტვირთბა....