aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

”ბოიკოტი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილებაა. უბრალოდ ერთს გავიხსენებ – წლების წინ, ყოველი ასეთი ფაქტის შემდეგ, ბოიკოტები რომ გვეცხადებინა, ”ნაციონალური მოძრაობა“ მართლა 30 წელი იქნებოდა ხელისუფლებაში. არჩევნებში მოგება და წარმატებაა საჭირო. საპარლამენტო მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, პარლამენტში ბევრი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, მათ შორის არჩევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ვისურვებდი, პარლამეტმა იმუშაოს, ყველა პოლიტიკურმა ძალამ იმუშაოს. ამასობაში, პოლიტიკური ბოიკოტი ეს არის პოლიტიკური ძალების კონსტიტუციური, რეგლამენტური უფლება და ეს მათი გადასაწყვეტია”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ”ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადა.  ისინი სხდომებს მანამდე არ დაესწრებიან, სანამ კორცხელის ინციდენტს არ გამოიძიებენ და დამნაშავეებს არ დადაკავებენ.

იტვირთბა....