aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება

aviabiletebi
ავიაბილეთები

“26 მაისიდან 26 ივნისამდე პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, აქცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს ეძღვნება.

მისი თქმით, პირაობის მოწმობების უფასოდ მიღება შესაძლებელი იქნება 17 წლის ასაკიდან. ამისათვის მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. აქციის მიზანია, ხელი შეუწყოს პოტენციური ამომრჩევლის მონაცემთა დაზუსტებას.

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, დასვენების დღის მიუხედავად სამსახურები, სადაც პირადობის მოწმობები გაიცემა, ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

იტვირთბა....