aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ არ შენელდეს“

aviabiletebi
ავიაბილეთები

„კავკასიაში უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად და პრობლემად რჩება, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ არ შენელდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, რაიმონდ ბერგმანმა განაცხადა.

როგორც მან საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს არ არის ადვილი პროცესი, თუმცა საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად გვერდში არაერთი ქვეყანა უდგას.

„კავკასიაში უსაფრთხოების საკითხი ჯერ კიდევ გამოწვევად და პრობლემად რჩება, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს წევრობისკენ არ შენელდეს, არამედ უფრო გაძლიერდეს, რათა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევა იქნეს სათანადოდ მოგვარებული. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი. მიუხედავად იმისა, რომ მიზანი ადვილად მიღწევადი არ არის, ამ მიზნის მიღწევა რეალურია, თქვენ მარტოები არ ხართ ამ საკითხში. დღევანდელი კონფერენციაც ამის მანიშნებელია, რომ თქვენ მარტოები არ ხარ, არაერთი ქვეყანა უდგას საქართველოს გვერდით, რომ მიაღწიოს უდიდეს მიზანს, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ბერგმანმა.

 

იტვირთბა....