ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ნადეჟდა სავჩენკო უკრაინაში ბრუნდება

Reuter -ის ინფორმაციით, უკრაინელი მფრინავი ნადია სავჩენკო რუს სამხედროებში გაცვალეს. პროცედურა როსტოვის აეროპორტში შედგა, სადაც ერთი საათის წინ უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩაფრინდა.

მის ბორტზე უკრაინაში გასამართლებული რუსი აგენტები – ალექსანდროვი და ეროფეევი იმყოფებოდნენ. მათი შეწყალების დოკუმენტს პეტრო პოროშენკომ ხელი დღეს მოაწერა.

გავრცელებული ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავმა როსტოვი უკვე დატოვა. როიტერის ცნობით ნადია სავჩენკო უკვე თვითმფრინავის ბორტზე იმყოფება, რომელმაც დატოვა რუსეთი.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ ნადეჟდა სავჩენკო 2014 წელს წელს დააკავა და ბრალად რუსი ჟურნალისტების, იგორ კორნელიუკისა და ანტონ ვოლოსინის, მკვლელობა დასდო.

 

იტვირთბა....