პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხურჩაში, საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს მიუსამძიმრა. პრემიერი სამძიმრის გამოსაცხადებლად მოკლულის სახლში მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა.
სამძიმარზე იმყოფებოდნენ: ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.
შეგახსენებთ, რომ 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მახლობლად, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.