თბილისში, თამარ მეფის ხიდთან ხანძარი იყო. როგორც „მეტრონომს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს ცეცხლი ბალახებს გაუჩნდა და დაახლოებით 30 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო. ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა მივიდა.
„მეტრონომს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რომ ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის გამომწვევი მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.