ილტოს აღკვეთილში ფოტომახემ სამი დათვი დააფიქსირა. შესაბამისი ფოტო დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქის გვერდზეა გავრცელებული.
ილტოს აღკვეთილი 2003 წლის 22 აპრილს შეიქმნა და ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ილტოს მდებარეობს. აღკვეთილი შედის ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში.
მისი მიზანია წიფლის ტყეებისა და ძვირფასი ჯიშების: უთხოვრის, მაღალმთის ბოყვის, ცაცხვის, ნეკერჩხლის, იფნის კორომებისა და ამ ტყისათვის დამახასიათებელი ფაუნის დაცვა და აღდგენა. აღკვეთილის საერთო ფართობია 6963 ჰა. იგი მოიცავს მდინარე ილტოს ხეობის სათავე ნაწილს. აღმოსავლეთით მას ბაწარის ნაკრძალი ესაზღვრება, დასავლეთით – თიანეთის ტყეები, სამხრეთით – ახმეტის სატყეო მეურნეობის ტყეები, ხოლო ჩრდილოეთით კი ალპური ზონა. ილტოს აღკვეთილში შემორჩენილია მდიდარი და მრავალფეროვანი ფლორა და ფაუნა. აქ დომინირებს წიფელი, შერეულია რცხილა, ნეკერჩხალი, იფანი, თელა, ბალამწარა და სხვა ფოთლოვანი ჯიშები. ტერიტორიაზე მცენარეთა მრავალფეროვნებაა. მსხვილი ძუძუმწოვრებიდან გავრცელებულია შველი, არჩვი, დათვი და ღორი. მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან: მგელი, ფოცხვერი, ტყის კატა, კვერნა და სხვა. ალპურ ზონაში მრავლად არიან იშვიათი და ლეშიჭამია ფრინველები: ორბი, სვავი, ბატკანძერი, მთის არწივი და სხვა.
knews.ge