აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პარტიულ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ელენე ხოშტარიას, ქალ პოლიტიკოსს, 4 შვილის დედას, 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართულმა “ოცნებამ”… არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას ეთანხმება” – ირაკლი კუპრაძე

“ფლომასტერით პარტიულ ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, ელენე ხოშტარიას, ქალ პოლიტიკოსს, 4 შვილის დედას, 1.5 წლით პატიმრობა მიუსაჯა ქართულმა ოცნებამ. კი, სასამართლომ კი არა, არამედ ქართულმა ოცნებამ. არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, თუნდაც მათ მხარდამჭერებში, ვინც ამას ეთანხმება?” – წერს “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში.

დღეს კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....