აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მილიონობით ლარს იპარავენ კორუმპირებული ჩინოვნიკები..ხალხზე ძალადობენ და არავინ დასჯილა. ამ დროს, ელენეს, ნაგავში გადასაგდებ ბანერზე პატარა წარწერისთვის – სასჯელი ციხით” – ხატია დეკანოიძე

“ელენეს 1 წელი და 6 თვე მიუსაჯა ივანიშვილის სასამართლომ. სასჯელი არაფრისთვის, სასჯელი ივანიშვილთან დაპირისპირების გამო.

მილიონობით ლარს იპარავენ კორუმპირებული ჩინოვნიკები, ხალხის ქონებას ანადგურებენ, ხალხზე ძალადობენ და არავინ დასჯილა. ამ დროს, ელენეს, ნაგავში გადასაგდებ ბანერზე პატარა წარწერისთვის – სასჯელი ციხით.

ეს არის ქრისტიანობა და ქართული ტრადიცია ივანიშვილისთვის: ოთხი შვილის დედა, ქალი პოლიტიკოსი ციხეში გამოკეტოს არაფრისთვის. არაფრისთვის!!!” – წერს “ენმ-ის” წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

დღეს კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

იტვირთბა....