აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ხშირად გვესმის, როგორც წუხან ქართველ ხალხზე პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან და ყველაზე მძიმე ჟამს ვერ ვნახეთ ვერც ერთი მკაფიო გამოხატულება პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც თავი მოაქვთ” – დავით მათიკაშვილი

ხშირად გვესმის, როგორც წუხან ქართველ ხალხზე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან და ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც ქართველი ერი საკუთარ პატრიარქს, სულიერ მამას დასტიროდა, ვერ ვნახეთ ვერც ერთი მკაფიო გამოხატულება იმ პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც ასე თავი მოაქვთ – სინამდვილეში ჩვენმა საზოგადოებამ ფარისევლობა დაინახა, – ამის შესახებ დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სამგლოვიარო დღეები იყო წყალგამყოფი იმის დასანახად, თუ რას ნიშნავს გაჭირვების ჟამს მხარდაჭერა და გვერდში დგომა.

მათიკაშვილის განცხადებით, როდესაც არ უსამძიმრებ იმ ერს, რომელიც პრაქტიკულად, ფეხზე დგას, ნიშნავს, რომ „შენ პატივს არ სცემ ქვეყანას და ყველაფერი შენი ნამოქმედარი და ნათქვამი არის ტყუილი“.

„ნათქვამი ერთია, სინამდვილეში საქმე კი მეორე. ჩვენ ხშირად გვესმის ის, თუ როგორც წუხან ქართველ ხალხზე ცალკეული პოლიტიკური ლიდერები ევროკავშირიდან და ყველაზე მძიმე ჟამს, როდესაც ქართველი ერი დასტიროდა საკუთარ პატრიარქს, სულიერ მამას და იყო ასი ათასობით რიგში მდგომი ქართველი, იმისთვის რომ პატივი მიეგო უწმინდესისთვის, ჩვენ ვერ ვნახეთ სამწუხაროდ, ვერც ერთი მკაფიო გამოხატულება იმ პატივისცემის და სიყვარულის, რომელზეც ასე თავი მოაქვთ. სინამდვილეში ფარისევლობა დაინახა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს იყო გარკვეული წყალგამყოფი. აქამდეც, ჩვენს საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი რეალურად, ვინ იყო ქართველ ხალხის გვერდით და ვინ არა, ვინ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით გამოხატავდა და არა საქმით ვითომ „პატივისცემას“ ქართველი ხალხის მიმართ. ეს სამგლოვიარო დღეები იყო წყალგამყოფი იმის დასანახად, გასააზრებლად ჩვენი საზოგადოებისთვის, რას ნიშნავს მართლაც მხარდაჭერა და გვერდში დგომა გაჭირვების ჟამს, სამძიმრის და მწუხარების ჟამს და რა არის მხოლოდ და მხოლოდ ზეპირსიტყვიერება, რომელიც თავის შინაარსით აბსოლუტურად ღირებულებით დაცლას, ღირებულებით შიმშილს და მორალურ დეგრადაციას ნიშნავს საბოლოო ჯამში. როდესაც ადამიანს, ერს არ უსამძიმრებ, იმ ერს, პრაქტიკულად ფეხზე დგას, ეს ნიშნავს, რომ შენ პატივს არ სცემ ქვეყანას და ყველაფერი შენი ნამოქმედარი და ნათქვამი არის ტყუილი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

იტვირთბა....