ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლალი მოროშკინამ საქართველო დატოვა – “არ ვიცი როდის, ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ”

 

მოძრაობა „ძლიერი ქალი ძლიერი სახელმწიფოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში ქვეყნის დატოვების შესახებ წერს:

„ჩემო ტკბილო და საყვარელო ადამიანებო, დასრულდა ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მონაკვეთი. ურთულესი წელი მქონდა და მადლობა ყველას თანადგომისთვის გტოვებთ და თან ჩემს გულს გიტოვებთ… არ ვიცი როდის დავბრუნდები, ან დავბრუნდები თუ არა საერთოდ… ტკივილამდე მიყვარს საქართველო, არც დავფიქრდები ისე გავწირავ თავს, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც გვერდზე უნდა გადგე და ისე შეაფასო მოვლენები, იქნებ მეჩვენება, რომ რაღაც დალპა… ზუსტად ვიცი, სადაც არ უნდა ვიყო, ყველგან ქართულ საქმეს გავაკეთებ და რიგითი ჯარისკაცივით საქართველოს ვემსახურები”.

იტვირთბა....