საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. ძირითადი განსახილველი საკითხი საბერძნეთში, კრეტაზე გასამართი მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მზადებაა.
სხდომის ოქმი დღის მეორე ნახევარში გამოქვეყნდება.
ტრადიციულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემატურ საკითხებს განიხილავს. სხდომას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.
მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში, (შამბეზში) 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრის შემდეგ წმინდა და დიდ კრებაზე გასატანი ყველა დოკუმენტი გასაჯაროვდებოდა.