სოციალურ ქსელში ვრცელედება ინფორმაცია, რომ კორცხელში დაპირისპირებაში შესაძლო მონაწილე ვლადიმერ გეგეშიძე აეროპორტში იმყოფება და გასაქცევად ემზადება. ამასთან ვრცელდება მისი ფოტო, რომელიც თბილისის აეროპორტშია გადაღებული. ამ ფოტოს გამოქვეყნებას სერიოზული პოლემიკები მოჰყვა სოციალურ ქსელში
“მეტრონომი” დაინტერესდა და დაუკავშირდა შსს-ს. როგორც შსს-ში გვითხრეს, ამ წუთებში გეგეშიძე სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება და გავრცელებული ინფორმაცია მისი გაქცევის შესახებ, ჭორია.
შეგახსენებთ, შუალედურ არჩევნებში 22 მაისს დაპირისპირება მოხდა “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებსა და ჯერჯერობით უცნობ პირებს შორის, სადაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოპოზიციური პარტიის ლიდერებს. მათ შორის იყვნენ ნიკა მელია და გიგა ბოკერია.
შს მინისტრმა დღეს განცხადება გააკეთა, დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ გამოძიება ახლო მომავალში გამოააშკარავებს დამნაშავეებს.
აეროპორტში გადაღებული ფოტო, რომელიც ფეისბუქზე ვრცელდება