aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ნატოს გენერალი საქართველოდან რუსულ გამოწვევებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუს თქმით, ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთიანობას. ამერიკელმა გენერალმა იმ გამოწვევებზეც საუბრობს, რის წინაშეც საქათველო დგას.

“მე მინდა მადლობა გადავუხადო გენერალ [ვახტანგ] კაპანაძეს, რომლის ქვეყანამაც საქართველომ ამ ღონისძიებების [წვრთნების – “ღირსეული პარტნიორი 2016] ფასილიტაცია განახორციელა. იმ დროს როდესაც ნატო ზოგიერთი ყურადსაღები გამოწვევეის წინაშე დგას… ჩვენ გვაქვს გამოწვევა ქვეყნისგან, რომელმაც დაარღვია საერთაშორისო სამართალი და იგნორირება გაუკეთა სუვრენული სახელმწიფოების საზღვრებს. ჩვენ გვაქვს გამოწვევა არასახელმწიფო აქტორისგან (დაეში) სირიასა და ერაყში და ყველგან მსოფლიოში. ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ის გზა რომლითაც ჩვენ ამ გამოწვევებს ვხვდებით, არის ერთობლივი… კომბინირებული აქტივობებით, ვაშენებთ სამხედრო შესაძლებლობებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის, კოლექტიურად და ერთად. ნატო ძალიან მადლიერია საქართველოსი ძალიან ძლიერი მხარდაჭერისთვის ავღანეთის ოპერაციებში. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან რათა განვავითაროთ თქვენი შესაძლებლობები ამ [წვრთნების] გზით და [ნატო-საქართველოს] ერთობლივი საწვრთნელი ცენტრით. ის, რასაც თქვენ ჩვენგან იღებთ, არის დახმარება, რათა თვითონ შეძლოთ საკუთარი თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარება”. – განაცხადა გენერალმა ბრედშოუმ.

შეგახსენებთ, დღეს ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა.

იტვირთბა....