ახალი ამბები საზოგადოება

ქუჩები თბილისში, რომლებსაც გაზის მიწოდება შეუწყდება

თბილისის რამდენიმე ქუჩას ჩუღურეთის რაიონში ქსელის ავარიული გათიშვის გამო, დღეს გაზის მიწოდება შეუწყდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ავრცელებს.

გაზმომარაგება ფოცხვერაშვილის ქ. N12, N14, N16, N18, N20, N22 და ჩუბინაშვილის ქ. N56, N58-ში მდებარე კერძო სექტორის მოსახლეობას (75 აბონენტი) შეუწყდება.

სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება გაზის მიწოდება.

შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში.

„მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხს არ აგებს“- აღნიშნავს კომპანია.

იტვირთბა....