„მე პირადად ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მრებრიშვილმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ემოციებზე ვერ იქნება აწყობილი, არსებობს შესაბამისი სამათლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს
“არსებობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები, რომლებიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს. მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, დაიკითხნენ მოწმეები, დანიშნულია ექსპერტიზები. მე მოვუწოდებ ინციდენტში მონაწილე მხარეებს, რომ ნუ შემოიფარგლებიან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებებით და ითანამშრომლონ აქტიურად გამოძიებასთან, იმისთვის რომ დროულად მოხდეს სამართლებრივი შეფასება. უახლოეს დღეებში თუ არა საათებში, ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გასცეს განჩინება იმ პირების დასაკავებლად, რომლებიც იდენტიფიცირებულები არიან უკვე და დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.”- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, გამოძიება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, შეიძლება გადაკვალიფიცირდეს და სხვა მუხლით წარიმართოს.