„მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, დავით კოღუაშვილი გააფრთხილეს.
როგორც თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტსაბჭოზე კოღუაშვილი გააკრიტიკეს.
„პოლისტაბჭოს ჩვენ აღარ ვესწრებით, რაც კოალიცია დაიშალა, მაგრამ ცხადია, ინფორმაცია მოგვდის. ძალიან სერიოზული კრიტიკა იყო თითის ქნევით და გააფრთხილეს ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ და ასეთი უაზრობა როგორ ჩაიდინეო”, – განაცხადა გოგი თოფაძემ.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კოღუაშვილთან მიმართებაში შესაძლოა რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოს.