aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ანა ნაცვლიშვილი Vs ევა გოცირიძე: დაპირისპირება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ევა გოცირიძესა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ევა გოცირიძემ ანა ნაცვლიშვილს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მისთვის ნული ქულის დაწერის დასაბუთება მოსთხოვა. როგორც ევა გოცირიძემ განაცხადა, ანა ნაცვლიშვილს არ აქვს მორალური უფლება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსში ქულათა სისტემის გამოყენებაზე ისაუბროს, რადგან მას არ დაუსაბუთებია, თუ რატომ დაუწერა ნული ქულა.

ანა ნაცვლიშვილმა გოცირიძის საპასუხოდ განაცხადა, რომ მას კანონი არ ავალდებულებს დაასაბუთოს რატომ დაუწერა აღნიშნული ქულა.

„ეს არის უსუსურობის დემონსტრირება და თქვენ არ გაქვთ მორალური უფლება ქულებზე ისაუბროთ. ასეთი მიკერძოებულობა საბჭოს არც ერთ წევრს არ გამოუხატავს. მე არ მქონდა ვალდებულება, რომ ლევან მურუსიძესთვის მხარდაჭერის გამოცხადება დამესაბუთებინა, თუმცა, ამის მიუხედავად გავავრცელე განცხადება, სადაც ავხსენი რატომ დავუჭურე მას მხარი “. – განაცხადა გოცირიძემ.

“მეტრონომთან” საუბარში ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ მოსამართლეობრივი გამოცდილება არ არის საკმარისი საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობისთვის. საიას ხელმძღვანელი საბჭოს მიერ დაუსაბუთებელ განცხადებებსაც იხსენებს.

“არაერთხელ განვაცხადე რატომ დავუწერე გოცირიძეს დაბალი ქულა. მიმაჩნია, რომ მაღალი იურიდიული კვალიფიკაცია მხოლოდ იმის ცოდნას არ გულისხმობს რომელ კონვენციაში რა წერია. ვითხოვ იმას, რომ კონვენციებში და კანონებში არსებული ჩანაწერები ადამიანებმა გამოიყენონ რეალურ ცხოვნებაში და იხელმძღვანელონ ევროპული კონვენციის სტანდარტებით. მარტო კანონების ცოდნა, თუ მას ცხოვრებაში არ იყენებ, არ ნიშნავს, რომ კარგი იურისტი ხარ. სწორედ ამიტომ დავუწერე ქალბატონ ევას ის შეფასება რაც დავწერე.

„მეტრონომი“: რას იტყვით მის არგუმენტზე. მან თქვა, რომ კანონი არ ავალდებულებდა განემარტა, რატომ დაუჭირა მხარი ლევან მურუსიძის კანდიდატურას. ჩვენ გვახსოვს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებმა, რომელთაც მურუსიძეს დაუჭირეს მხარი, სპეციალური განცხადება გაავრცელეს.

ანა ნაცვლიშვილი: ამ განცხადებით მან თავი გაიმართლა საზოგადოების წინაშე. ეს დასაბუთება არ იყო. დასაბუთება ნიშნავს არგუმენტების გასაჯაროებას, რატომ უჭერს, ან არ უჭერს კონკრეტულ კანდიდატურას მხარს. საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ამ განცხადებით თავი გაიმართლეს მიღებული გადაწყვეტილების გამო. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, დღეს როდესაც საბჭოს წევრებს ვუთხარი იგივე არგუმენტი რასაც ისინი წლების განმავლობაში იმეორებდნენ, რომ მათ კანონი არ ავალდებულებთ გარკვეული განცხადებები გააკეთონ. ჩემს განცხადებაზე გაეცინათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად საბჭოს წევრებს ეცინებათ იმაზე რასაც დიდი ხნის განმავლობაში თვითონ აცხადებენ. ეს კარგია, რადგან წლების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების წევრები ხშირად იღებენ პასუხს საბჭოს წევრებისგან, რომ კანონით არ აქვს ვალდებულება ამ თუ იმ საკითხზე პასუხი გასცენ, რაც სასაცილო არგუმენტია.

მინდოდა საბჭოს წევრთა რეაქცია მენახა და კარგია რომ მათ გაეცინათ ჩემს არგუმენტზე. თავისი თავიდან რომ ესმით ეს არგუმენტი, როგორც ჩანს, მაშინ გაცინებას ვერ ახერხებენ.

მექმნება მოლოდინი, რომ ისინი მომავალში ამ არგუმენტს აღარ გამოიყენებენ. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი განსხვავება ჩემსა და საბჭოს წევრებს შორის არის ის, რომ საბჭოს წევრები, როდესაც კანონი მათ რაღაცას ავალდებულებს, კანონის შეცვლას ცდილობენ, რათა შემდგომ საზოგადოებას უთხრან, რომ ისინი კანონიერად იქცევიან.

– შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად გვითხრათ, ან გაიხსენოთ რომელიმე ფაქტი?

– დიახ. მაგალიათად მოსამართლეთა შერჩევის, ან გადაყვანის დროს. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელსაც საბჭოს იღებს ისინი არ ასაბუთებენ და უბრალოდ ამბობენ, რომ კანონი არ ავალდებულებთ. თვლიან, რომ ასეთი ქმედება სწორია და არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კანონი შეიცვალოს. მათგან განსხვავებით, მე არაერთხელ ვთქვი, რომ იქნებ დაგვესაბუთებინა თითოეული ქულა. შემდგომში, როდესაც საქართველო აირჩევს საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლეს, კანონი უნდა ავალდებულებდეს კომისიის წევრებს დაასაბუთონ, რატომ შეაფასეს ამა თუ იმ ქულით კანდიდატები, რათა მეტი გამჭვირვალობა იყოს პროცესში.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....