„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ აჭარის მთავრობის გადაყენების მოთხოვნის პროცედურას იწყებს. ოპოზიციამ 7 დეპუტატის ხელმოწერა უკვე შეაგროვა, რაც საკითხის დასარეგისტრირებლად საკმარისია. აღნიშნუოლ საკითხს გამოეხმაურნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.
„ჩვენ ვიწყებთ მთავრობის გადაყენების პროცედურას, უახლოესი ერთი თვის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს სხდომაზე უნდა დადგეს მთავრობის გადაყენების საკითხი და პასუხი გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც ჩვენს მოსახლეობას აღელვებს და აინტერესებს“ – განაცხადა აჭარის უმაღლესი საბწოს წევრმა, პეტრე ზამბახიძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი გამორიცხავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 14 ხმა შეაგროვოს.
„გამორიცხულია, რომ 14 ხმა შეაგროვოს. პეტრე ზამბახიძემ ეს იცის, მაგრამ წინასაარჩევნოდ, კიდევ რამდენიმე დღე ან ერთი კვირა გამოვა და ჩვენი მთავრობის დისკრედიტაციას შეეცდება“ – განაცხადა არჩილ ხაბაძემ.
აჭარის მთავრობის გადასაყენებლად 14 ხმაა საჭირო.