ახალი პოლიტიკური ცენტრის “გირჩის” ახალმა სახეებმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის სომხური და აზერბაიჯანული საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, არაზ მაშოვმა და ედგარ ბარსაღიანმა სამსახური საზოგადოებრივ მაუწყებელში დატოვეს.
“სადისციპლინო კომისიის სხდომაზე დავიბარეთ და მათ დატოვეს სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე. თქვეს, რომ პარტიულ ცხოვრებას აპირებენ”, – განუცხადა “მედიაჩექერს” საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ხელმძღვანელმა, გიორგი გვიმრაძემ.
შეგახსენებთ, 22 აპრილს “გირჩის” წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი გამოშვების წამყვანები გახდნენ.
ჯაფარიძის თქმით, ახალი წევრები პოლიტიკურ ცენტრს დახემარებიან, რომ ეთნიკურად სომეხ და აზერბაიჯანელ მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაცია თავის მშობლირ ენაზე.