ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თინა ხიდაშელი ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურება

„ყველა ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში, ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს“ – ამ განცხადებით თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გუშინ, ზუგდიდის სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

„ყველა ვისაც დღეს კეტი ეჭირა ხელში, ან მუშტს იქნევდა, ჩვენს სამშობლოს ურტყამდა მუშტს;

ყველა ვინც დღევანდელ ვანდალიზმს წარსული დროის ვანდალიზმზე პასუხით ამართლებს ჩვენი ქვეყნის პროგრესს და განვითარებას უშლის ხელს;

თუ ვართ ცივილიზებული სახელმწიფო, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა და ღირსება გაგვაჩნია სხვისი დაჩაგვრა, მუშტი და ხელკეტი ვერასოდეს დაგვეხმარება, ვერ გახდება ჩვენი მეგზური უკეთესი საქართველოსკენ.

ის რაც დღეს სამეგრელოში ხდებოდა ქაოსის გზაა!!!

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ ვის ურტყამდა.

თუ ვერ გავიგებთ რომ ძალადობა პასუხი არ არის ეს როლები მუდამ ცვალებადი იქნება – მსხვერპლის და  ჯალათის როლები, ხოლო ქვეყანა უბრალოდ ხელიდან გამოგვეცლება“- წერს ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, სოფელ კორცხელში შუალედური არჩევნების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიას, ნიკა მელიას და თენგიზ გუნავას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოგვიანებით ინფორმაცია გავრცელდა, რომ მოძალადეები სპორტსმენები იყვნენ, რომლებიც საგანგებოდ თბილისიდან ზუგდიდში ჩაიყვანეს.

იტვირთბა....