საზოგადოება

რა პრობლემები აქვს X ფაქტორის ერთ-ერთ ფავორიტ დათუნა ლაზარიშვილს

 

დათუნა ლაზარიშვილის ბებია, მომღერალ ლევან ლაზარიშვილის დედა –  თინიკო ლაზარიშვილი შვილიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:

”ჩემი ყველა მეგობარი თუ ნაცნობი მეკითხება დათუნას მდგომარეობას, რის გამოც დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ასე დაინტერესებულნი ხართ და გულშემატკივრობთ მას…

ასეთი ადამიანები ძალიან ბევრნი არიან, ამიტომ აქ დავწერ რომ  დათუნა გაცივდა, შეხვდა ვირუსი.

ექიმის თქმით, შეუმჩნეველი პრობლემა აქვს, რომელიც მის ხმაზე არ აისახება, მაგრამ მაინც სჭირდება მოკლევადიანი მკურნალობა. ორშაბათს X ფაქტორის სცენაზე, ის აუცილებლად სათანადოდ გამოვა და კარგადაც იმღერებს.

მადლობას გიხდით ყველა კეთილ ადამიანებს, და იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება! გაიხარეთ”!

ცოტა ხნის წინ დათუნას დედამ, მაიკო კაჭკაშიშვილმა დაწერა, რომ ლაივამდე რამდენიმე დღე დარჩა და ძალიან ნერვიულობდა.

იტვირთბა....