ამერიკის შეერთებული შტატების ავიაიერიშსს ავღანელი თალიბების ლიდერი, მულა აჰტარ მანსური ემსხვერპლა. შეტევა უპილოტო საფრენი აპარატიდან ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მახლობლად განხორციელდა. მანსურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პენტაგონის წარმომადგენელმა გაავრცელა, მოგვიანებით კი ცნობა ავღანეთის სპეცსამსახურმაც დაადასტურა.
თავად მოძრაობა „თალიბანში“ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. გავრცელებული ცნობით, თალიბების ლიდერი კიდევ ერთ პირთან ერთად გადაადგილდებოდა, როდესაც მათ ავტომობილზე იერიში მიიტანეს.