ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

კორცხელის საარჩევნო უბანთან ჟურნალისტებს ქვები და ბოთლები ესროლეს

 

ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან მომუშავე ჟურნალისტებს ადგილზე შეკრებილი უცნობი პირები მუშაობაში ხელს უშლიან. როგორც “ლაივპრესის” ჟურნალისტები “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებენ, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს, იქ შეკრებილები ჟურნალისტებს კამერების ჩამორთმევით დაემუქრნენ; ასევე იყო ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მცდელობაც.

მოგვიანებით ჟურნალისტებს ქვები დაუშინეს. ტელეკომპანია “ოდიშის” ოპერატორს სახეში მოხვდა რეპორტიორების მისამართით ნასროლი წყლის ბოთლი.

“ლაივპრესის” მთავარი რედაქტორის, გერონტი ყალიჩავას განცხადებით, ჟურნალისტების შეურაცხყოფაზე პოლიციის ოფიცრებს, რომლებიც იქვე იმყოფებოდნენ რეაგირება არ მოუხდენიათ.

შეგახსენებთ,  ზუგდიდში, კორცხელის საარჩევნო უბანთან დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ენმ-ის წევრებს – გიგა ბოკერიას, თენგიზ გუნავას, ნიკა მელიას და პარტიის კიდევ რამდენიმე წარმომადგენელს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, თბილისიდან ჩაყვანილი მოჭიდავეები და მორაგბეები რკინის ხელკეტებით და კასტეტებით შეიარაღებულები უსწორდებოდნენ ადამიანებს.

იტვირთბა....