ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

2016 წლის არჩევნების მედიამონიტორინგი იწყება

ევროკავშირი და გაეროს განვითარების პროგრამა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგს იწყებს. მედიის მონიტორინგს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, ინტერნიუსი – საქართველო და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი განახორციელებენ.

მედიამონიტორინგის დაწყების შესახებ ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირს დიდი ხანია აქვს ვალდებულება, გაუწიოს მედიას მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში. ჩვენ საკმაოდ კარგი რესურსი გაგვაჩნია, 2016 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის პირველი არჩევნები, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ამოქმედების შემდეგ ტარდება. ვაფასებთ საქართველოს მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესების, რეფორმების გატარებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების კუთხით და მედიის თავისუფლებაზე მუშაობის კუთხით. არჩევნების პერიოდი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გვინდა ვნახოთ, რამდენად მყარია გატარებული რეფორმები. ზოგი ამბობს, არჩევნები ლაკმუსის ქაღალდია დემოკრატიის განვითარების დონის შესამოწმებლად, სავსებით ლოგიკურია გვქონდეს მკაფიო სურათი თუ როგორ მუშაობს მედია არჩევნების პერიოდში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ და ხარისხიან მედიას,“- განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

იტვირთბა....