ცხვრის ხორცი თავისი დუმით დაჭერით, შეაზავეთ მარილით, ჩაყარეთ გუდაში (დამუშავებულ ცხვრის ტყავში) და პირმოკრული უჰაეროდ წყალში მოხარშეთ. ეს ყაურმა შეგიძლიათ დიდხანს შეინახოთ სიცივეში და სურვილისამებრ გამოიყენოთ.
თუშური (ფაშვის ყაურმა)
ცხვრის ხორცი დაკეპეთ, მოაყარეთ მარილი და გასუფთავებულ, გადმობრუნებულ ფაშვში ჩადეთ. ორთქლის გამოსაშვებად პირმოკრული ფაშვის ყელში ჩაამაგრეთ სქელღეროიანი ბალახის მილი. ამოთხარეთ ორმო, შიგ დაანთეთ ცეცხლი. როცა შეშა დანაკვერჩხლდება, შეახვიეთ მასში ფაშვი და ორმოს ზემოდან სიპი ქვები დააფარეთ.