ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

BBC: ზიკას ვირუსის ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოში, რუსეთსა და შავი ზღვის სანაპიროზეა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, მიმდინარე ზაფხულს ზიკას ვირუსი ევროპაშიც გავრცელდება. როგორც BBC ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით წერს, საქართველო, რუსეთი და შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმ ტერიტორიებში შედის, სადაც ვირუსის გავრცელების ყველაზე მაღალი რისკია.

 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების საფრთხეა საფრანგეთში, იტალიასა და საბერძნეთშიც, თუმცა შედარებით დაბალი.

 

ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს სიფრთხილე გამოიჩინონ და მოსახლეობაში, განსაკუთრებით კი ორსულებში ინფორმაციის გავრცელებას შეუწყონ ხელი.

იტვირთბა....