ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩემი ცოლის დაქალების“ დუდუს  სახლი დაეწვა – „ფაქტობრივად ქუჩაში ვართ“

 

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გმირი-გავლენიანი, ყოვლისშემძლე და თან უჩინარი დუდუ, რომელსაც ყველგან, კრიმინალებშიც და მაღალ ეშელონებშიც თავისი სიტყვა ეთქმის, 48 წლის მსახიობი ალეკო ბეგალიშვილია. მსახიობი ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ  სახლი დაეწვა და ძალიან დიდი პრობლემის წინაშეა:

„ძველი გაყვანილობებიდან ცეცხლი წამებში აალდა და სახლს მოედო. ჩვენს ზემოთ ვინც ხოვრობს, ისინიც დაზარალდნენ. ამ დროს გადაღებაზე ვიყავი, შინ ჩემი ცოლი და შვილი იყვნენ. სამზარეულო, დერეფანი, ტექნიკა, ყველაფერი დამწვარია. ფაქტობრივად ქუჩაში ვართ. მხოლოდ საძინებელი გადარჩა. სახანძროდან უნდა მოვიტანო დასკვნა, გამგეობა დამპირდა, მოვალ და მივხედავო. საკუთარი სახსრებით სახლის აღდგენის შანსი არ მაქვს“, – ამბობს ალეკო ბეგალიშვილი.

 

 

იტვირთბა....