ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი ტანკერი „RIROIL-5“დააკავეს. გემის კაპიტანს ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმა – 50 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახური ავრცელებს.
გემის კაპიტნის მიმართ, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, საქმის წარმოება ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე პრიმა-1 მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.