თბილისის საკრებულოში თბილისის მერის, დავით ნარმანიას მოსმენა დროებით შეწყდა. აღნიშნულის მიზეზი სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის წარმომადგენლების შესვლა გახლდა.
აქციის მონაწილეთა პლაკატებით გამოჩენას სხდომათა დარბაზში არეულობა მოჰყვა, რის გამოც ნარმანია იძულებული გახდა გამოსვლა დროებით შეეწყვიტა.
სხდომათა დარბაზში ამ დრომდე ხმაურია. ვითარების დასტაბილურებას პოლიციელები ცდილობენ.