„X ფაქტორის“ კონკურსანტი, ცირა კობიაშვილი სოციალურ ქსელში პროექტში დარჩენას და ერთ-ერთი მენტორის, სოფი ნიჟარაძის მიერ მის შეფასებას ეხმაურება:
”ამ კონკურსში ყველანი მეგობრები ვართ, ვაღიარებთ ერთმანეთის ძლიერებას, ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ, რადგან ვიცით ამ პროექტის შემდეგაც უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება ამ პატარა ქვეყანაში.
სოფო ნიჟარაძის გუშინდელი საქციელი იყო მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი, ქალი, მუსიკოსი, ცნობილი სახე! ასევე ვუთანაგრძნობ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩემი, შეურაცყოფით გაბედნიერდა.
ძვირფასო მსმენელო და მაყურებელო გაასმაგებული ენერგიით ვიბრძოლებ და იმედს არ გაგიცრუებთ”, – წერს ცირა.
”ვამაყობ შენით დეეეეეე, თუ ვინმე ანგარიშგასაწევი მუსიკოსია, თუ ვინმეს შეხება ჰქონია და არ ჰქონია შენთან ყველა მირეკავს, მწერს, ისინიც კი ვისთანაც ურთიერთობა აღარ მაქვს… ხომ იცი არასდროს არ გაქებდი, სულ კრიტიკით გაგზარდე, მაგრამ დღეს ამაყი ვარ, იმიტომ რომ პიროვნება ხარ და როგორც მე არ დამიჩოქია არვის წინაშე არც შენ დაიჩოქე. არასდროს არ დაიჩოქო…….მე პატივს ვცემ ყველა შენს გადაწყვეტილებას , მცდარსაც, მაგრამ გულწრფელს”- დაწერა ცირას დედამ მას შემდეგ, რაც ცირა პროექტში დარჩა.
შეგახსენებთ, სოფო ნიჟარაძე მენტორ გიორგი გაბუნიას ურჩევდა, პროექტში ცირა არ დაეტოვებინა, რადგან გუნდში მასზე ძლიერი მომღერლები ჰყავდა.