მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანა მდინარეში გადავარდა. შემთხვევა გუშინ, ღამით მოხდა.
თვითლმხილველების ინფორმაციით ავტომანქანამ ჯებირი გაარღვია და მტკვარში გადავარდა. ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ავტომობილს ეძებენ. როგორც 112-ში აცხადებენ, დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით.